
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან ეს არის ევროპარლამენტი და არა აღმასრულებელი სტრუქტურა. აღმასრულებელი სტრუქტურა როდესაც აქვეყნებს დოკუმენტს, ის პასუხს აგებს ბიუროკრატიულად იქ არსებულ ჩანაწერებზე, განსხვავებით ევროპარლამენტისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსზე. შინაარსში რა არის? რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, წელიწადნახევრის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკან წასვლის შესახებ და ამ პირობას იცავს ბოლომდე. არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ჩაერია პოლიტიკაში ან მედიის ცხოვრებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ ნეგატიური ფონი შეუმზადა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვიანებით ევროკომისიასა და ევროსაბჭოს უნდა მიეღოთ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს