ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია.
“არა თუ განცხადებები არ ყოფილა, მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მთელი ევროპარლამენტი ადგა და მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა მოთხოვნა სანქციებთან მიერთების შესახებ. რაზეა აქ საერთოდ საუბარი. მანამდე, გახსოვთ თქვენ კონკრეტული პრეზიდენტების, კონკრეტული ევროპარლამენტარების და ბევრი სხვა პოლიტიკოსის თუ ბიუროკრატის განცხადება, რასაც დიდი მოწონებით ხვდებოდა რადიკალური ოპოზიცია. არქივი არ იშლება, არსებობს არქივი. ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ. ამის შემდეგ რაზეა საუბარი, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს იმდენად უსამართლო, ფეიკით და სიყალბით სავსეა ეს რეზოლუცია, თუმცა, ბანკისთვის საბაბად იქცა, რომ თავისი არაფორმალური სანქცია, რაღაცა ფორმალური დოკუმენტით გაემყარებინა

ირაკლი კობახიძე – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები

ირაკლი კობახიძე – ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია, ეს ძალიან საინტერესო კავშირია