
ავტორი
Front News საქართველო
ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.
“ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს