ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის (EPC) ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
“შეხვედრისას ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა. ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს