Logo

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

პოლიტიკა
16.01.2025 / 19:53
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

“პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები