
ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას – ამის შესახებ სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ალტერნატიული კანდიდატი იყო უკრაინის წარმომადგენელი მერეჟკო, რომელიც ჩართული იყო მმართველი გუნდისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში.
“ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპის საბჭოში, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კვოტით პრეზიდენტი, ხდება მეორე ვადით მისი ხელახლა არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. იყო ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა, ჩვენ არსებითად მხარი დავუჭირეთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი იყო ბატონი მერეჟკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მის კანდიდატურას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს