ირაკლი კობახიძე - ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღემდე თავს არიდებენ ამგვარ დისკუსიას, ვინაიდან სიმართლე არ არის მათ მხარეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.
მისივე თქმით, სიმართლე არის საქართველოს მხარეს.
"ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხურავთ არც ერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე, ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოგვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში. ასე გაგრძელდება მოვლენების განვითარება, რა თქმა უნდა. ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი დისკუსიისთვის, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროდ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს