ირაკლი კობახიძე - ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია, იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე.
"უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. ძირითადად, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არაღსრულებას. ეს არის მთავარი ხაზი. ამას გარდა, ისინი ითხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას, კრიმინალების გათავისუფლებას, მათ მიმართ სამართლის არაღსრულებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო ამერიკული, არამედ, ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში. ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-დან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება. კერძოდ, USAID-ის და NED-ის ხაზით. ეს იყო ორი მთავარი ხაზი. ასეთ პირობებში, ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ლუსტრაცია ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ძალიან დასანანი და ასეთ პირობებში არავის გაუკვირდება ის, რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია. იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს