ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.
EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი მასპინძლობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა.
სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
EPC-ის რიგით მე-7 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის თემატურ დისკუსიაში თემაზე - ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება.
"აქტიურად გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მონაწილეობას მივიღებ დისკუსიაში, რომლის თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობისა და მინერალების კუთხით. საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი. მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს