ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე


ავტორი
Front News საქართველო
გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე.
"მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა