Logo

ირაკლი კობახიძე - გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა

პოლიტიკა
34
Frontnews image description

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა  დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც  ქვეყნის ინტერესების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და განმტკიცებას ემსახურება.

"დიპლომატის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის,  სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამორჩეული დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება.  ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა  დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია. 

გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement