ირაკლი კობახიძე - გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად

ავტორი
Front News საქართველო
გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.
მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან.
"საქართველო ათამდე ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან, დასავლეთთან აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შესაბამის ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობის გაშლა. მონაწილეობა მივიღეთ პლენარულ სხდომაზე. გვქონდა გამოსვლის შესაძლებლობა და ასევე ამ ფორმატმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები. ასევე შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც საინტერესო საუბარი შედგა სხვადასხვა თემაზე. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




