Logo

ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ

პოლიტიკა
233
Frontnews image description

მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს ეხებოდა და რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს.

მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ.

"ეს არის იმ კონკრეტული ნაბიჯების შედეგი, რომელიც გადავდგით სხვადასხვა მიმართულებით, როდესაც საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, უკავშირდება სწორედ შესყიდვების გამჭვირვალობას. მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში. გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ“, -  განაცხადა კობახიძემ.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები