ირაკლი კობახიძე - გახარია ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა


ავტორი
Front News საქართველო
გახარია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გახარია და კორუფცია არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგარი ცნებები.
"აქ პირველ რიგში ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ასეთ ფონზე, არც სხვა ტიპის კორუფცია გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე გავაკეთო კონკრეტული კომენტარი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს