
ავტორი
Front News საქართველო
გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შემადგენლობა ჭრელია და პრობლემები ჰქონდა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.
“იქ იყო შიდა პროცესები, სიის ფორმირების პროცესები და საბოლოო ჯამში იმის გამო, რომ ისედაც ჭრელია შემადგენლობა, ერთი „ლელოში“ და მეორე „გახარიასთან“, ყველამ ნახა, რომ სიის ფორმირებას გაერთიანების გარეშეც როგორი ამბები მოყვა. მე-18-ს სვამდა დაუშვილს სიაში, მერე მან უარი თქვა, მერე გამოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, რომელიც ოთხი წელი მონასავით ემსახურებოდა გახარიას და გამომრჩაო, ასეთი რაღაც აკადრა საკუთარი პარტიის წევრს. მაშინაც კი, როცა არ გაერთიანდნენ ასეთი პრობლემები ჰქონდათ. ფიზიკურად ვერ შეძლეს გაერთიანება იმის გამო, რომ ჰქონდა სერიოზული შიდა პრობლემები, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს