ირაკლი კობახიძე - გახარიას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან


ავტორი
Front News საქართველო
გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ საკითხზე განსაკუთრებული ღრმა ანალიზის გაკეთება საერთოდ არ ღირს.
"მას აქვს თავისი გზა, ეს არის ქვეყნიდან წასვლის გზა, თუ არჩევნებში მონაწილეობის გზა, ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველა აბსოლუტურად ერთია - გახარია, ხაზარაძე, გვარამია, ნაცმოძრაობა, ყველა აბსოლუტურად ერთია. ყველა იმართება ერთი ხელიდან და ყველა არის უცხოელი აგენტი. დანარჩენი არის ელემენტარული ტაქტიკური თემები, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული საკითხი ის, რომ ეს აგენტურა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, გაიმარჯვა დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში და სწორედ ამ პრინციპებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება - დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს