
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გიორგი გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის პირდაპირი კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორეა წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. ამ პარტიებს შორის არსებობს ალიანსი და ის უკვე ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ეს უკვე არავისთვის არის დასამალი“, – განაცხადა კობახიძემ.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს