Logo

ირაკლი კობახიძე - გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი

პოლიტიკა
162
Frontnews image description

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა.

"მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ უცხოელი პატრონი, რომელიც ავალებს ერთადერთ რამეს, რომ შეინარჩუნონ რადიკალიზმის კერები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement