ირაკლი კობახიძე - გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია

ავტორი
Front News საქართველო
გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია, ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, მათ უწევთ, რომ შეიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან.
"გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია. ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით. შემოვლენ. თავის დროზე კანონი არ იცოდნენ. არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება. ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან. საინტერესო არ არის, შემოვლენ, არ შემოვლენ, არაფერს არ ცვლის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


