ირაკლი კობახიძე – გამორიცხულია, მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმების ჩარჩოებს აღარ დაუბრუნდება და მეტიც, ისინი აღარ გეგმავენ მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოაწერონ ხელი.
“ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ, ბუნებრივია, ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არც ერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა