Logo

ირაკლი კობახიძე – გამორიცხულია, “ნაცმოძრაობამ“ არჩევნები მოგვიგოს, ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც

პოლიტიკა
1410
Frontnews image description

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაბალი საარჩევნო ბარიერი ხელსაყრელი იქნება არა “პატარა პარტიებისთვის”, არამედ ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსია კოალიციური მთავრობის შექმნა “პატარა პარტიებთან”.

 

“ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ მთავარი ბენეფიციარი ამ დაბალი ბარიერის, იქნება თვითონ ეს პარტია. არა იმიტომ, რომ მას არ უჭირს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, არამედ იმის გამო, რომ ერთადერთი შანსი, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ეძლევა ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება, არის დაბალი ბარიერის პირობებში. გამორიცხულია, „ნაცმოძრაობამ” არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც. „ნაცმოძრაობა“ ჩვენ ვერ გვაჯობებს, ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი მობრუნდნენ ხელისუფლებაში არის, რომ დაბალი იყოს ბარიერი, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიცაა „ლელო“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ა.შ. და მათთან ერთად შექმნას კოალიცია“,- განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები