ირაკლი კობახიძე - გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება


ავტორი
Front News საქართველო
გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში შენობა-ნაგებობები არ არის სათანადო მდგომარეობაში.
"საერთო საცხოვრებლები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოწვევა. ასევე კულტურული, სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ყველა მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, გამოწვევები და ამასაც სჭირდება სახელმწიფო რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა