Logo

ირაკლი კობახიძე - გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს

პოლიტიკა
345
Frontnews image description

გამოვიდა ჯო უილსონი, გამოვიდა ეკა გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი.

"რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ირანთან არის შემდეგი - ჩვენი ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს ეს სამარცხვინო ხალხი გამოდის და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო ეხმარება ირანს სანქციების გვერდის ავლაში. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. თქვენ ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე. ეს არის ჩემი მოწოდება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები