
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი და დღეს ვხედავთ, რომ მან განაახლა მაღალი კალორაჟის საკვების მიღება, შესაბამისად, წონის პრობლემაც აღარ აქვს და გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარე, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ყველანაირი საფუძველი გამოეცალა ოპოზიციას, თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი, ორი წელი ისე წარმართეს ეს ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ახალი კამპანიის წამოწყების და კამპანიების განახლების რესურსი აღარ დაიტოვეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს