ირაკლი კობახიძე - განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლებაც

ავტორი
Front News საქართველო
განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლებაც, სადაც სერიოზული პრობლემები და ჩავარდნები გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ვითარება გამოსწორებას საჭიროებს.
"კომპლექსურად, განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში გვექნება მსჯელობა სახელოვნებო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზეც“, - აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა ლანჩხუთში კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ლანჩხუთთან მიმართებაში საერთო გეგმაში პრიორიტეტულად განისაზღვრება.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




