ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა, ეს საქართველოს ისტორიის ნაწილია.
“ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად. ქრისტიანობისა და რელიგიის დაცვა, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა კობახიძემ.
ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




