
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ორმხრივი გაღრმავება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რასაც ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
"განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი შეთანხმებით შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
ასევე, ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება.
ჩვენ ასევე შევეხეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. ამ მიმართულებითაც გვაქვს ინტერესი, გავაღრმაოთ თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანია ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება. ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პრეზიდენტი შეძლებს საქართველოში ჩამობრძანებას. დიდი ინტერესით ველოდებით მის ვიზიტს საქართველოში.
მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დიდი მწერლის, შოთა რუსთაველისთვის პატივის მიგებისთვის, რომლის სახელობის ქუჩაც გაიხსნა დუშამბეში და რომლის ბიუსტიც დაიდგა თქვენს ქალაქში. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი პატივისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია თითოეული ჩვენგანისგან.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების, ხალხების და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.
დასასრულს, ჩემი და მთლიანად დელეგაციის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველა დასახული მიზნის განხორციელებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს