ირაკლი კობახიძე - განსაზღვრულია 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა

ავტორი
Front News საქართველო
ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგვიანებით გამოადგება პროფესიულ საქმიანობაში, სისტემა ვერ იქნება წარმატებული.
"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მოგვიანებით გამოადგება მის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე.
მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კონცეფციის შემუშავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


