ირაკლი კობახიძე - განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი

ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს.
მისი თქმით, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
"თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის ფარგლებში, მქონდა პატივი, მემასპინძლა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვისთვის.
ჩვენ დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


