
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები განიხილეს.
"მოხარული ვარ, რომ შევხვდი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა“, - წერს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს