ირაკლი კობახიძე - განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ESCAP-თან საქართველოს პარტნიორობა და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან, არმიდა სალსია ალისჯაჰბანასთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ასევე ESCAP-თან ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




