
ავტორი
Front News საქართველო
“შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას.
“შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. შევეხეთ პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროს, გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა, მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს