ირაკლი კობახიძე - გასაიდუმლოებული არის ის იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას

ავტორი
Front News საქართველო
"იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, იქ არის კონკრეტული იურიდიული ნიუანსები, რისი გახმაურებაც არ უნდა კომპანიას, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, კონტრაქტში არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის.
"რაც შეეხება კონტრაქტის გასაიდუმლოებას, არის კომერციული ხელშეკრულება, რეალურად ყველა დეტალი გამოვიტანეთ, იქ არის კონკრეტული იურიდიული ნიუანსები, რისი გახმაურებაც არ უნდა კომპანიას, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა. თეორიული საკითხები წამოჭრეს, რომ იქ მეჩეთები ხომ არ აშენდება და ა.შ. გარწმუნებთ, რომ არავითარი მეჩეთის მშენებლობა არ არის კონტრაქტშია გათვალისწინებული. არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი აქ არ არის, არის წმინდა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული ის იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას, მაგრამ თუ რაიმე თეორიული კითხვა შეიძლება, არსებობდეს, დასვით ეს კითხვები და გიპასუხებთ ნებისმიერი კითხვაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




