
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.
მან ასევე სამძიმარი გამოთქვა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.
“გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუერთდები სამძიმარს, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.
გამოვთქვამ სამძიმარს გამორჩეული ქართველი ხელოვანის ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს