
ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკის კუთხით არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ამ 5 წლის ჭრილში ზრდა შეადგენდა 34,4 პროცენტს.
"ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3 პროცენტი. განათლება - 17%, საფინანსო-სადაზღვევო სექტორი - 12,5 %, ტურიზმის სექტორში გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ეს არის ძირითადი სფეროები, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ეკონომიკის კუთხით, არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას და ა.შ. ასევე განათლების სფეროში ველოდებით შემდგომ ზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კიდევ არსებობს ასათვისებელი რესურსი. თუმცა ამასთან ერთად, დაბალანსებულად უნდა ვიზრუნოთ ყველა სექტორის განვითარებაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს