ირაკლი კობახიძე - გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

ავტორი
Front News საქართველო
როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, არაფორმალურ საუბრებში საქართველოს მიღწევებს აღიარებენ თუ არა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ პასუხები არ აქვთ.
"ათასი შეხვედრა გვქონია ამას რომ ეუბნები, პასუხი არ არის. პასუხს ვერ გიბრუნებენ, საბოლოო ჯამში მათი პასუხი არის ბუნდოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ატარებენ შესაბამის საუბარს. გადაგიგდებენ, ბანზე გიგდებენ საუბარს, რადგან არ აწყობთ. როგორც კი მათემატიკაში შედიხარ და ეუბნები, რომ 2+2 არის 4, ხომ ვერ დაგიწყებს საუბარს, რომ 4 კი არ არის, 5-ია, გადააქვს სხვა თემაზე. ასე ხდება ყველა შეხვედრაზე, რადგან იმდენად წელში ვართ გამართული ყველა თემასთან დაკავშირებით, თავისი სტატისტიკით, თავისი მათემატიკით, თავისი ფაქტებით, თავისი ყველაფრით, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ და ხდება თემიდან თემაზე გადასვლა.
შეიძლება, შეხვედრაზე დაგეთანხმოს კიდევაც, ამის პრეცედენტებიც გვქონია, წავა, იმავეს გააკეთებს, რადგან დავალება დავალებაა, იმას ვერ გაექცევი. რაღაც მომენტამდე ასე იყო, ან სიტყვას ბანზე გვიგდებდნენ, ან გვეთანხმებოდნენ და მაინც იმავეს აკეთებდნენ, ახლა გაურბიან ყველა საუბარს. უკვე ისეთი სხვაობები გაჩნდა - როცა გვადარებენ ჩვენ უკრაინას და მოლდოვას, უკვე გაუსაძლის მასშტაბს აღწევს სხვაობა საქართველოსა და იქით უკრაინასა და მოლდოვას შორის. უკვე შეუძლებელია საუბარი. გინდა ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, უკვე გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


