ირაკლი კობახიძე - გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ ღირს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის „ნაცის“ სახე

ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - „ნაცი“ არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გედი ფოფხაძემ გააგრძელა ის ხაზი, რომელიც აჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, რომელმაც სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით,
"გედი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელიც არავითარ კომენტარს არ იმსახურებს. მთავარი არის ის, რომ ამით ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაცის“ და რადიკალური ოპოზიციის სახე. კონკრეტული „ნაცები“, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი, ნათია ჭკუასელი და სხვები, პირდაპირ სიცილით და სიხარულით შეხვდნენ ახალგაზრდა კაცის შემზარავ მკვლელობას აშშ-ში. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გედი ფოფხაძე, ამ ადამიანების კიდევ ერთი გაგრძელება, აკეთებს ასეთ განცხადებას. გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ ღირს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის „ნაცის“ სახე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა გედი ფოფხაძემ. მან გააგრძელა ის ხაზი, რომელიც გვიჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - „ნაცი“ არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა. ეს არის ერთადერთი, რა კომენტარიც შეიძლება გაკეთდეს გედი ფოფხაძეზე და მის სულიერ მეგობრებზე, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი და სხვები - „ნაცი“ არის ასეთი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


