ირაკლი კობახიძე - გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე რონი მესხს მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება

ავტორი
Front News საქართველო
გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.
"მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ - ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


