
ავტორი
Front News საქართველო
გელათთან დაკავშირებით არავინ არ იხსნის არაფერზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.
“მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტაძარი იყოს დაცული, მათ შორის, თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული პრობლემები შექმნილი. იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს პროცესი მხარდაჭერილი, მათ შორის, პირველ რიგში, ფინანსურად და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს