
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციაში პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახოს მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს