ირაკლი კობახიძე - გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს, პირდაპირ არის შეჭრილი პოლიტიკაში, პირდაპირ ცდილობს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
"კარგია, რომ ევროპაშიც არის ისეთი პარტიები, რომლებიც ჯანსაღ კითხვებს სვამენ. ობიექტურად არის სერიოზული პრობლემა. 2 კითხვა დაისვა თუ არ ვცდები, ესენი ეხებოდა დაბარებასთან დაკავშირებულ თემებს და სხვა მომიჯნავე საკითხებს. მარტივია, გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს, პირდაპირ არის შეჭრილი პოლიტიკაში, პირდაპირ ცდილობს, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს ხომ ხელის გულზე დევს. როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა