Logo

ირაკლი კობახიძე – გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური, ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი

პოლიტიკა
30.01.2025 / 18:34
Frontnews image description

გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდოდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უთხრა უარი სალომე ზურაბიშვილს.

“გერმანიის ელჩი რას ამბობს, საინტერესო არ არის. ის, მას შემდეგ, რაც დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს. შესაბამისად, ყველა მისმა განცხადებამ დაკარგა აზრი და ინტერესი. რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელიც გახმოვანდა გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან, უწყების ეს პოზიცია არის ლოგიკური. ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. სალომე ზურაბიშვილს უნდოდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უთხრა უარი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 6 წელი ემსახურებოდა არა საკუთარ ქვეყანას, პრეზიდენტის პოსტზე, არამედ, უცხო ძალებს”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები