
ავტორი
Front News საქართველო
გერმანია ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ოფიციალური მონაცემების არგანახლების საკითხს ეხებოდა.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.
"თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებგვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს