Logo

ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

პოლიტიკა
41
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.

ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში“, - აღნიშნავს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები