
ავტორი
Front News საქართველო
ძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული აკავშირებს.
“მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ერთმანეთთან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს