Logo

ირაკლი კობახიძე  - გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, ის კეთილსინდისიერად მოემსახურება სამართლის უზენაესობის დაცვას

პოლიტიკა
386
Frontnews image description

გენერალურ პროკურორად წარდგენილი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა.

"ბატონი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. იმედი მაქვს, რომ ის მოიპოვებს საქართველოს პარლამენტის ნდობას. მგონია, რომ ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები