
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა, როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი კანდელაკმა არაერთი ტყუილი თქვა.
"ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5 პროცენტი, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს