Logo

ირაკლი კობახიძე - გლობალურ ომის პარტიას აშშ-ის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს

პოლიტიკა
414
Frontnews image description

გლობალურ ომის პარტიას აშშ-ის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ აგენტურული ხელისუფლება, რომელიც მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შანტაჟის და ზეწოლების საპასუხოდ, ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ნგრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წლის არჩევნებზე მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა.

"დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, დემონსტრაციულად, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გააუქმეს საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ბოლოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასევე უსაფუძვლოდ, ფაქტების გარეშე, რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და სანქციები დაუწესეს. თავის მხრივ - ამ შანტაჟს და ზეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა - გლობალურ ომის პარტიას აშშ-ის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში. 

საპასუხოდ, ქართულმა საზოგადოებამ ღირსეული ნაბიჯი გადადგა, სრულად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ნგრევას და ომის დამღუპველ შედეგებს გადაარჩინა, რის გამოც 2024 წლის არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჩვენი მხრივ, სწორედ ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ღირსეულად გავუმკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები