
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან ერთად, გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი ტექნიკა და სივრცეები დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
26 მაისთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ასევე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, რომელიც ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.
გორში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აგრეთვე, პროგრამა დატვირთულია საბავშვო, შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობებით, ეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს