
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, “აისის” პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა “საქპატენტის” გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გაესაუბრა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებაში.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს